logo_geo
eng_logo
1 აპრილიდან მძღოლებს მარიხუანაზე ნარკოტესტი ჩაუტარდებათ
- +

22 თებერვალი. 2019. 17:17

 

ნარკოტესტის გამოყენება, რომლითაც მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ავტომანქანის მართვისას, ადგილზევე დადგინდება და ამისთვის მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ გახდება, 1 აპრილიდან დაინერგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

საუბარია საქართველოში სპეციალური ტესტის შემოტანაზე, რომელიც ვიზუალურად დაახლოებით, ალკოტესტის მსგავსია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ. პირის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დამდგენი ტესტების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით, ქართული მხარე მოლაპარაკებებს ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანასთან აწარმოებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

 

რამდენიმე კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა.

სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×