logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: ვევედროთ უფალს, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და დავიბრუნოთ ჩვენი პოლიტიკური მთლიანობა
- +

12 მარტი. 2019. 12:49

 

„ვევედროთ უფალს, რომ ქვეყანა გადარჩეს, გამთლიანდეს და დავიბრუნოთ ჩვენი პოლიტიკური მთლიანობა, განვახორციელოთ ჩვენი სულიერი და დიდი მიზნები“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მოვიხსენიოთ პირველი პარლამენტის წევრების სულები, დავლოცოთ, მადლობა ვუთხრათ. კიდევ ერთხელ ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანასა და მის მომავალზე, საერთოდ თავისუფლების ცნებაზე. ეს არის დიდი ტალანტი, რომელსაც ჰქვია პოლიტიკური დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამისათვის, პირველ რიგში, უნდა განვახორციელოთ სულიერი მიზნები, სულიერი დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რადგან როგორც სული ჭკნება თავისუფლების გარეშე, ასევე თავისუფლება ჭკნება სულისა და სულიერი მიზნების გარეშე.

 

მოვიხსენიოთ კიდევ ერთხელ მათი სულები, ვევედროთ უფალს, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, გამთლიანდეს და დავიბრუნოთ ჩვენი პოლიტიკური მთლიანობა, განვახორციელოთ ჩვენი სულიერი და დიდი მიზნები. დღეს აქ არიან პირველი დამფუძნებელთა კრების წევრთა შთამომავლები, უფალმა ინებოს, რომ მათი ლოცვა, მისწრაფებები აღსრულდეს. ღმერთმა მოგვცეს, რომ მოვესწროთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასა და გამთლიანებას, პოლიტიკურ გამთლიანებას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებას“, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×