logo_geo
eng_logo
ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია
- +

18 მარტი. 2019. 02:34

 

 

დიდ დიღომში, ერთ-ერთ საწყობში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია, თუმცა საწყობის ტერიტორიაზე დაკვამლიანება კვლავ შეიმჩნევა.

 

დიდ დიღომში, ერთ-ერთ საწყობში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე 23 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, არ არსებობს საშიშროება, რომ ხანძარში დანარჩენ ტერიტორიაზე გავრცელდეს. დამწვარია სულ 1800 კვ მეტრის ფართობი. არსებული ინფორმაციით, ხანძარი წვრილმანი ტექნიკის მაღაზიაში გაჩნდა.

 

საბურთალოს გამგებლის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner