logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე ევროპულ საშუალო დონეზე ვართ
- +

18 მარტი. 2019. 13:27

„ნიუ ჰოსპიტალსის“ გაფართოებით შესაძლებლობა ჩნდება, ერთ დაწესებულებაში მოხდეს პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სრული ციკლის მიღება“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

 

სერგეენკომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალო ევროპულ დონეზეა, ისევე, როგორც ჰოსპიტალური საწყობების რაოდენობით, თუმცა კვლავ არსებობს გამოწვევები.

 

„დიდი მადლობა, მართლაც მოხარული ვარ ამ ახალი შესაძლებლობებით, რაც ქართულ ჯანდაცვაში გაჩნდა. მინდოდა, ხაზი გამესვა ორი მომენტისთვის, რომ საქართველოში კლინიკების რაოდენობით ვართ უკვე ევროპულ საშუალო დონეზე, ისევე, როგორც ჰოსპიტალური საწყობების რაოდენობით, თუმცა გამოწვევად რჩება ერთი მხრივ, ამბულატორიული ნაწილი და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი დაწესებულებები, სადაც იქნება პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სრული ციკლის ერთ დაწესებულებაში მიღება. ახალი ჰოსპიტალი ამ გაფართოებით სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა და მე იმედი მაქვს, რომ ეს კლინიკა ერთ-ერთი სანიმუშო გახდება ამ მხრივ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×