logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: წითელათი დაინფიცირების დინამიკა შემცირებულია
- +

18 მარტი. 2019. 13:48

 

 

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში წითელას 2 385 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ავადობის დინამიკა შემცირებულია.

 

„ისეთი სწრაფი ზრდა აღარ არის, როგორც იანვარ-თებერვალში იყო. 19 იანვრიდან 100 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი, რაც კარგია, მაგრამ წითელა რომ შევაჩეროთ, წლის განმავლობაში კიდევ უნდა ავცრათ დამატებით 250 000 ადამიანი. მთავარი მოწოდება ძალაშია: ყველა ადამიანი, ვისაც არ ახსოვს, გადატანილი აქვს თუ არა წითელა ან აცრილია თუ არა, აუცილებლად უნდა აიცრას. ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი მარაგია, არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებული ვაქცინა, მაღალი ხარისხის და ამ ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო. ყველა მშობლისადმი არის მოწოდება, რომ თავიანთი ბავშვის აცრის კალენდარი გადაამოწმონ. თუ ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, 1 და 5 წლის ასაკში, მიიყვანონ პოლიკლინიკებში და აცრან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner