logo_geo
eng_logo
ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 15 მისამართზე მიმდინარეობს
- +

19 მარტი. 2019. 10:59

 

ნაძალადევის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 15 მისამართზე მიმდინარეობს.

 

ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის ქუჩა N65-ში ხორციელდება, სადაც წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება - მოეწყო რვა საკომუნიკაციო ჭა და მილები 276 გრძივ მეტრზე იცვლება. კორპუსში 108 ოჯახი ცხოვრობს.

 

აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

 

„რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელ შენობებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. დადიანის N65-ში 12-სართულიანი კორპუსის წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია სრულდება, რის შემდეგაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

 

პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვის ბიუჯეტიდან 49 070 ლარი გამოიყოფა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×