logo_geo
eng_logo
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი დნმ ლაბორატორიისთვის ინვენტარს შეიძენს
- +

19 მარტი. 2019. 11:43

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებისთვის სედანის ტიპის ავტომობილების შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულია კონსოლიდირებული ტენდერი. სამინისტრო ახალი ავტომობილებით ქალაქის პირობებში მომუშავე ოპერატიულ მაღალი გამავლობის „ჯიპებს“ ჩაანაცვლებს.

 

ტენდერის პირობები, ასევე ვადები არის გამჭვირვალე და განსაზღვრულია როგორც სხვა კონსოლიდირებული ტენდერების შემთხვევაში. ტენდერი გამოცხადდა 14 მარტს, განაცხადების მიღება დასრულდება დღეს, 19 მარტს. მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ბიზნესოპერატორს შეუძლია.

 

ტენდერი გამოცხადებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20(2) მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით, აგრეთვე „2019 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 დეკემბრის № 2299 განკარგულების საფუძველზე.

 

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  13 მარტს, შესყიდვების სააგენტოს საიტზე ტენდერი გამოაცხადა ლაბორატორიული ინვენტარის შეძენაზე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა. ამ მიზნით საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განთავსდება ახალ ადმინისტრაციულ შენობაში. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ შენობაში დაგეგმილია დნმ ექსპერტიზის დანერგვა, რაც მოიცავს გენეტიკური პროფილის მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირებას. ახალი ლაბორატორია ხელს შეუწყობს მომხდარ დანაშაულზე სწრაფ რეაგირებას. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტს ჰქონდეს სათანადო ლაბორატორიული ინვენტარი, რაც უზრუნველყოფს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელებას.

 

ლაბორატორიული ინვენტარის განთავსება განხორციელდება ბიოლოგიური დნმ, ქიმიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, ხელნაწერებისა და დოკუმენტების ექსპერტიზის, სახანძრო და ასაფეთქებელი მოწყობილობების, ტრასოლოგიური და სხვა ლაბორატორიებში. შესასყიდი ლაბორატორიული ინვენტარი, ჩვეულებრივი საოფისე ავეჯისგან განსხვავებით, მზადდება სპეციალური მასალების გამოყენებით საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

აღნიშნულ ტენდერში განაცხადების მიღება დასრულდება 26 მარტს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner