logo_geo
eng_logo
ტრენინგი „გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება საქართველოს ქალაქებში ველოსიპედით გადაადგილების გასაუმჯობესებლად“ გაიხსნა
- +

20 მარტი. 2019. 16:19

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ტრენინგი, სახელწოდებით „გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება საქართველოს ქალაქებში ველოსიპედით გადაადგილების გასაუმჯობესებლად“ გახსნა.

 

ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის ფორმირებაში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების როლზე გაამახვილა ყურადღება.

 

„ველოინფრასტრუქტურის ქსელის განვითარება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს მცირე ზომის ურბანულ ქალაქებშიც მნიშვნელოვანია, რადგან ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერის დაბინძურების თემა რეგიონებშიც მწვავედ დგას. კლიმატის ცვლილების პოლიტიკის განმახორციელებელი ღონისძიების დაგეგმვისას კი, ჩვენი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინება აუცილებელია. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის დამკვიდრება გარემოს უფრო უსაფრთხოს გახდის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

 

შეხვედრაზე გერმანელმა ექსპერტებმა საქართველოს ქალაქებში ველოინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

 

ტრენინგი იმართება გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა“ ფარგლებში.

 

ტრენინგი სამდღიანია და სასტუმრო „Holiday Inn“-ში იმართება. ტრენინგს GIZ-ის ოფისის ხელმძღვანელი კარლ ფ. ტესტენსენი, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების (UNDP-ის წარმომადგენლობა) ხელმძღვანელი ნინო ანთაძე, UNDP-ის საქართველოს წარმომადგენელი ლაშა ნაკაშიძე, ქალაქ თბილისის მერიისა და თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×