logo_geo
eng_logo
„თიბისის“ აქციების ფასი დაახლოებით 33 პროცენტით გაიზარდა
- +

20 მარტი. 2019. 18:57

 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციის ფასი ბოლო სამ თვეში ყველაზე დაბალი – 12.9 ფუნტი იყო, ამ დროისთვის კი 4 ფუნტით გაძვირდა

 

აქციების ფასის ვარდნა 14 თებერვალს დაიწყო.

 

სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვდა.

 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.

 

„თიბისი ბანკისა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ვიდრე „თიბისი ბანკის“ საქმეს ნათელი არ მოეფინება, ანაკლიის პორტის პროექტი ვერ განხორციელდება.

 

ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სანაპიროზე იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც უკვე საქართველოშია.

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×