logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და აუცილებლად დავადგენთ თუ როგორ გარდაიცვალა ირაკლი კვარაცხელია
- +

20 მარტი. 2019. 19:49

 

„ჩართული გვყავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენ აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალს და გარემოებას, თუ როგორ გარდაიცვალა ირაკლი კვარაცხელია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს და მის მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.

 

„გასულ კვირას კიდევ ერთი ძალიან მძიმე და ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა - ჩვენი მოქალაქე, ირაკლი კვარაცხელია. ჩართული გვყავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენ აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალს და გარემოებას, თუ როგორ გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს და მის მეგობრებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×