logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მაჩალიკაშვილის საქმეზე მე კომენტარი არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ!
- +

23 მარტი. 2019. 01:11

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, გადაცემა “პირველებში” განაცხადა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტარი არ გაუკეთებია და არც გააკეთებს. ასე უპასუხა გახარიამ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დასმულ კითხვას.

 

“მაჩალიკაშვილის საქმეზე მე ვერაფერს გეტყვით. იმიტომ რომ ეს საკმაოდ მძიმე საქმეა და არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო. ეს გადის ჩემი უფლებამოსილების ფარგლებიდან და არ დავივიწყოთ, რომ ეს საქმე ტერორიზმს ეხება. ერთმნიშვნელოვნად ეს უნდა გვახსოვდეს, და ეს ტოლობის ნიშანი დაყენება აქ, არ არის სწორი.

 

მე არცერთხელ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტარი არ გამოკეთებია, არც გავაკეთებ! არასდროს!”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ჟუნალისტების კითხვაზე, შეგიძლიათ გვითხრათ, რა მოსაზრებით არ გვაპსუხობთ? შს მინისტრმა უპასუხა: არ გეტყვით!

 

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე თვეა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავს მოთხოვს სახელმწიფოსგან კითხვაზე პასუხს, რატომ მოკლეს სუს-ის ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, მისი შვილი, რომელსაც ტერორისტულ საქმიანობასთან მისი თქმით შეხება არ ჰქონია.

 

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში სესიაზე, სადაც „მინისტის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე გამოვიდა, განაცხადა: არ მაქვს ეჭვი, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner