logo_geo
eng_logo
რაჭაში დაკარგული შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს
- +

23 მარტი. 2019. 14:50

 

 

რაჭაში დაკარგული 21 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

 

უწყების ცნობით, მამაკაცის ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა და გარდაცვალების მიზეზს ექსპერტები დაადგენენ.

 

შოთა სამხარაძე კურორტ შოვის ტერიტორიაზე 14 იანვრის ღამეს გაუჩინარდა. მას მაშველები, პოლიცია და ადგილობრივები ეძებდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner