logo_geo
eng_logo
ილია მეორე: არის შემთხვევა, როცა დედა შვილს წყევლის, ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება
- +

23 მარტი. 2019. 16:19

 

 

„იმისათვის, რომ შვილი ბედნიერი იყოს, მშობელმა ის უნდა დალოცოს”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა.

 

მშობლების მიერ შვილების დალოცვის მნიშვნელობაზე პატრიარქმა ვრცლად იქადაგა. მან მშობლების მიერ შვილების დალოცვის ლოცვა წაიკითხა და აღნიშნა, რომ ის დაიბეჭდება და დარიგდება. ილია მეორის თქმით, მშობლების მიერ შვილის დალოცვის წესი ასეთია: ბავშვი უნდა დააყენო მუხლებზე დედის და იმ ხატის წინაშე, რომლითაც დაილოცება, ორივე ხელი დაადო თავზე და წაიკითხო ლოცვა. ლოცვის დასრულების შემდეგ ნაკურთხი წყლით უნდა აკურთხონ და გარდასახონ პირჯვარი.

 

 

 

პატრიარქის განცხადებით, შვილის დასალოცად მშობლები უნდა მოემზადონ. მამამ ის ცალკე უნდა დალოცოს, დედამ – ცალკე.

 

„მრავალი პრობლემა არსებობს. მრავალი გაჭირვების წინაშე დგას დღეს კაცობრიობა, ყოველი ადამიანი. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას, ეს არის ოჯახის პრობლემა, ეს არის ურთიერთობა, ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. სიმშვიდე არ არის ოჯახებში. იმის მაგივრად, რომ შვილები სიყვარულით იყვნენ მშობლების მიმართ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მათ. ასევე არინ მშობლებიც. არის შემთხვევა, როცა დედა შვილს წყევლის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან საშიშია და ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება. მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რაც იყო წარსულში, ჩვენს წინაპრებში და რომელიც მივიწყებულია – ეს არის მშობლების მიერ შვილების დალოცვა, თითოეული შვილის ცალკე დალოცვა. იმისათვის, რომ შვილი იყოს ბედნიერი, მშობელმა უნდა დალოცოს ის. ამისათვის უნდა აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი. ეს ხატი იქნება მფარველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მას აქვს ძალიან დიდი ძალა“, – განაცხადა პატრიარქმა.

 

როგორც ილია მეორემ ბრძანა, მშობლებმა ის დალოცეს, აჩუქეს ხატი, რომელიც ახლა პანაღეაა.

 

„თქვენ ნახავთ, რომ დალოცვის შემდეგ შეიცვლება ოჯახი. ოჯახში სიყვარული შემოვა, დამშვიდდებიან შვილები, დამშვიდდება მშობელი, თქვენ ნახავთ, რომ უფალი სასწაულს მოგივლენთ“, – აღნიშნა პატრიარქმა და მრევლს შეახსენა ბიბლიის მცნება „პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×