logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილმა ბრაკონიერების მიერ დაჭრილი თანამშრომელი მოინახულა
- +

23 მარტი. 2019. 17:38

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საავადმყოფოში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ბესიკ შუბითიძე მოინახულა, რომელიც 22 მარტს გურჯაანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ბრაკონიერებმა დაჭრეს.

 

ბესიკ შუბითიძე სამოქმედო ტერიტორიის გეგმიური შემოვლის დროს, მდინარე ალაზანზე, ბრაკონიერებმა სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. პაციენტს  მრავლობითი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და აგრძელებს მკურნალობას.

 

ბესიკ შუბითიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ლევან დავითაშვილთან ერთად, მისი მოადგილე იური ნოზაძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია. ის სამედიცინო დაკვირვების ქვეშ არის და დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გამოკეთდება. უნდა აღვნიშნო, რომ ბრაკონიერებთან ბრძოლა ჩვენი სამსახურების მიერ იქნება პრინციპული, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე პრიმა მუხლის II ნაწილით, რაც გულისხმობს ხელისუფლების წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 11 წლამდე. მომხდარ ფაქტზე ერთი ბრალდებული დაკავებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×