logo_geo
eng_logo
საპატრიარქო: თანაგრძნობას ვუცხადებთ ახალი ზელანდიის ხალხსა და ხელისუფლებას
- +

23 მარტი. 2019. 19:40

 

 

საქართველოს საპატრიარქო ახალ ზელანდიაში, მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

 

„გამოვხატავთ, დიდ წუხილსა და შეშფოთებას ახალ ზელანდიაში, მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო და გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს, ახალი ზელანდიის ხალხსა და ხელისუფლებას, მუსლიმებს და, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ექსტრემიზმი.

 

ვგმობთ ტერორიზმს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი და აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის, რათა აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, 15 მარტს, ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთში მომხდარი სროლის შედეგად, 50-მდე ადამიანი დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner