logo_geo
eng_logo
ილია მეორე: დღეს განსაკუთრებული დღეა, ავტოკეფალია რომ არა, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში
- +

25 მარტი. 2019. 14:02

 

 

„ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას განაცხადა.

 

უწმინდესმა მრევლს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

პატრიარქის თქმით, დღეს არის განსაკუთრებული დღე, რომელიც აღემატება ისტორიულ თარიღს.

 

„ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით იმ ჩვენი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ეს იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და მრავალი სხვა“, - განაცხადა ილია მეორემ.

 

უწმინდესის თქმით, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისგან ვახტანგ გორგასლის დროს, მე-5 საუკუნეში მიიღო. პირველი კათალიკოსი კი პეტრე იყო და შემდგომ საქართველო საუკუნეების განმავლობაში იცავდა ეკლესიის ავტოკეფალიას. პატრიარქის თქმით, 1500 წელი დასჭირდა, რომ კონსტანტინოპოლის მაშინდელ მსოფლიო პატრიარქს ეცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

 

„ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ არ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში. ღმერთმა დაგლოცოთ. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ თარიღს და ჩვენი წინაპრების ლოცვით ღმერთმა დალოცოს გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა ილია მეორემ.

 

პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×