logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა CAREC-ის პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
- +

25 მარტი. 2019. 16:04

 

 

25 მარტს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, „SPS სისტემის მოდერნიზაცია ვაჭრობის გამარტივებისათვის“ - პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, სამუშაო შეხვედრა „მავნე ორგანიზმებზე რეგიონალური ზედამხედველობის პოლიტიკის საკითხებზე დიალოგი“ დაიწყო. 

 

სამუშაო შეხვედრა, რომელსაც CAREC-ის წევრი ქვეყნების, კერძოდ: საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, პაკისტანისა და ჩინეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი კობეშავიძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარმა გახსნეს.

 

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მონაწილეებს, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ, ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.

 

აღნიშნული შეხვედრის მიზანია CAREC-ის ქვეყნებს შორის ფიტოსანიტარიული მიმართულებით, მავნე ორგანიზმებზე ზედამხედველობის კუთხით, გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარება და ერთობლივი კონცეფციის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ვაჭრობის გამარტივებას და დაიცავს ქვეყნებს მავნე ორგანიზმების გავრცელებისგან.

 

CAREC-ის პროექტის ფარგლებში, 27 მარტს, სამუშაო შეხვედრის მონაწილეები საბაჟო გამშვებ პუნქტს „წითელი ხიდი“ ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან სანიტარიულ, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს.

 

CAREC-ის პროექტში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები არიან ჩართული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner