logo_geo
eng_logo
ხვალ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცემა
- +

25 მარტი. 2019. 18:41

 

 

„ხვალ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცემა“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

 

„26 მარტს, 11 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობით და წითელი ჯვრის  საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცემა.

 

მისამართი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა, N25“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner