logo_geo
eng_logo
აჩი ფურცელაძე: დუტა სხირტლაძემ არ იცოდა, რაზე წერდა იმ კლიპს! თვითონ მითხრა ეს!
- +

26 მარტი. 2019. 00:21

 

 

სოციალურ ქსელში ბოლო დროს ვრცელდება კამპანია „არა ინტელექტის ოკუპაციას“. აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობას, საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის ორგანიზებით, ცნობილი სახეები იღებენ. თუმცა, როგორც მომღერალმა აჩი ფურცელაძემ „იმედის დღის“ ეთერში განაცხადა, კამპანიაში ჩართული პირების ნაწილმა საერთოდ არ იცის, რას ითვალისწინებს აღნიშნული ვიდეორგოლების გავრცელება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით აჩი ფურცელაძემ საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძეს შემდეგი განცხადებით მიმართა:

 

„გიგა, სანამ თქვენ დადიხართ და ძალიან ცუდ საქმეს აკეთებთ იმით, რომ ერთმანეთის გადაკიდებას ცდილობთ მუსიკოსებისა, იმიტომ, რომ ის ცნობილი რეკლამა, სადაც გამოდიან მომღერლები და ცნობილი პირები და ამბობენ „არა ინტელექტის ოკუპაციას“, მერწმუნეთ, მე ვიცი ის, რომ რამდენიმემ საერთოდ არ იცის, რაზე ამბობს ამას. დუტა სხირტლაძემ არ იცოდა, მაგალითად, რაზე ამბობდა ამ ფრაზას! დიახ, თავად დუტა სხირტლაძემ მითხრა, მე არ ვიცოდი, ქუჩაში გამაჩერეს და ჩამწერესო...“ - განაცხადა აჩი ფურცელაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×