logo_geo
eng_logo
„CISAC“ უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის მცდელობის გამო
- +

26 მარტი. 2019. 11:25

 

საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესებს ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია „CISAC“ (http://www.cisac.org ) ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

 

„CISAC“ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას“ განიხილავს, როგორც წარმატების ნამდვილ მაგალითს და უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ასოციაციის ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის მცდელობის გამო.

 

„CISAC“ დაფუძნებულია 1926 წელს. იგი არის ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია, რომელშიც გაწევრიანებულია მსოფლიოს 239 ორგანიზაცია და საქართველოც მისი წევრია.

 

განცხადების ტექსტს, რომლითაც ორგანიზაცია ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძეს მიმართავს, უცვლელად გთავაზობთ:

 

„გმადლობთ, რომ გაგვიზიარეთ თქვენი შეშფოთება, რაც გამოწვეულია ბოლო პერიოდში ახალი ორგანიზაციის შექმნით, რომელიც, როგორც ირკვევა, აპირებს, გახდეს კოლექტიური მართვის ორგანიზაცია და მართოს ის უფლებები, რომლებსაც „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“ უკვე მართავს. საქართველოში არსებული ასოციაცია არის სისაკ-ის (CISAC) ერთადერთი წევრი ორგანიზაცია. ასოციაცია, ქართული რეპერტუარის გარდა, უფლებამოსილია, მართოს საერთაშორისო რეპერტუარი იმ არაერთი ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ხელმოწერილია მსოფლიოს მასშტაბით ანალოგიური კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან (მაგალითისათვის: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი, აშშ, იაპონია, იტალია, ესპანეთი, ბრაზილია, თურქეთი და სხვა). აქედან გამომდინარე, ასოციაცია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში ადგილობრივი და უცხოელი ხელოვანების უფლებების დაცვის კუთხით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ასოციაციის საქმიანობა შეიძლება, შეფასდეს, როგორც ნამდვილი წარმატება საქართველოს რეალობაში. ჩვენთვის, სისაკისთვის, ასოციაცია არის მაგალითი კავკასიის რეგიონში, რომელიც ახდენს საუკეთესო საერთაშორისო და ევროპულ გამოცდილების იმპლემენტირებას. მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ ასოციაცია განაგრძობს სტაბილურ განვითარებას საავტორო უფლებების და კოლექტიური მართვის სფეროში.

 

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ასევე კავკასიისა და ცენტრალური აზიაში, ძლიერი საავტორო უფლებების სისტემა უფრო გამონაკლისია ვიდრე ნორმა. საავტორო უფლებების აღსრულება წარმოადგენს დამატებით გამოწვევას უფლების მფლობელებისათვის. ამ რეგიონში ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეფექტური კოლექტიური მართვა არსებობს მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი საზოგადოებაა ერთი კატეგორიის უფლებებზე, განსხვავებით იმ სისტემისგან, როდესაც რამდენიმე საზოგადოება წარმოადგენს იმავე ტიპის უფლების მფლობელებს (მაგალითისათვის, მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებს). ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითი მრავალი საზოგადოების არსებობის საფრთხისა იყო მეზობელ რუსეთში, სადაც, მანამდე სანამ 2008 წელს მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა სამოქალაქო კოდექსში, კოლექტიური ორგანიზაციების შეუზღუდავი რაოდენობის არსებობა იყო შესაძლებელი. ამან გამოიწვია ქაოსი, გაურკვევლობა და საეჭვო ორგანიზაციების არსებობა. კიდევ ერთი მაგალითი საზოგადოების სოკოებივით გამრავლების ნეგატიური ეფექტისა არის უკრაინაში. 2018 წლის ივლისში უკრაინაში ახალი კანონი ამოქმედდა კოლექტიურ მმართველობაზე, რომელიც იმედი გვაქვს, რომ გამოასწორებს საშინელ სიტუაციას 19 კოლექტიური ორგანიზაციის არსებობის ფონზე. უკრაინის უმრავლეს კოლექტიურ ორგანიზაციას არ გააჩნია საკმარისი კადრები და ცოდნა, რომელმაც წარმოშვა განგრძობითი ზიანი საერთაშორისო და ადგილობრივი ხელოვანებისთვის.

 

ამ კონტექსტში, ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ შესაძლო საფრთხის გამო, რაც შეიძლება, შეეხოს კოლექტიურ მართველობას საქართველოში ერთი ფანჯრის პრინციპის დარღვევით. ერთი და იგივე უფლების პარალელური ადმინისტრირების შესაძლებლობის არსებობა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ საქართველოში გამოიწვევს გაურკვევლობას მოსარგებლეებში, ასევე ტარიფების დაწევას და შესაბამისად წაართმევს ადგილობრივ და უცხოელ უფლების მფლობელებს სამართლიანი ჰონორარის მიღების შესაძლებლობას.

 

გარდა ზემოაღნიშნული პრობლემებისა, ბევრი საზოგადოების არსებობა:

 

  1. გაურთულებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ფუნქციების შესრულებას, რადგან საჭირო იქნება რამდენიმე ორგანიზაციის ზედამხედველობა. განსხვავებით იმ სიტუაციისგან, როდესაც, ერთი საზოგადოების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს ერთი ორგანიზაციას;

 

  1. მოახდენს რეპერტუარის ფრაგმენტირებას სხვადასხვა საზოგადოების ქვეშ. ასეთი ფრაგმენტირება ავნებს იმ მთავარ უპირატესობას, რაც აქვს კოლექტიურ მართვის სისტემას, კერძოდ, „ბლანკეტური ლიცენზიის გაცემას“, როდესაც ერთი ლიცენზია ფარავს მსოფლიო რეპერტუარს;

 

  1. შეასუსტებს შემოქმედებითი საზოგადოების ძალისხმევას, რაც გააუარესებს სიტუაციას კვალიფიციური ექსპერტიზიას და სპეციალიზაციის კუთხით და დაასუსტებს ადმინისტრაციულ ეფექტურობას;

 

  1. გამოიწვევს არათანმიმდევრულ მიდგომას, რადგან თითოეულ საზოგადოებას ექნება განსხვავებული პრაქტიკა, პოლიტიკა და „მესიჯები“. ეს გამოიწვევს ბაზარზე გაურკვევლობას;

 

  1. წარმოშობს კონფლიქტს და ვნებათაღელვას კონკურენტ საზოგადოებებში, რაც არავისთვის იქნება სასარგებლო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არის სიურპრიზი, რომ ქვეყნების დიდ უმრავლესობაში, კოლექტიური მართვის ორგანიზაციები არიან დე ფაქტო ან დე იურე მონოპოლიები. ასეთი მონოპოლისტური სტატუსი არ ნიშნავს, რომ ასეთი ორგანიზაციები დგანან კანონზე მაღლა. პირიქით, ყველა იურისდიქციაში, შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები არსებობს, როგორიცაა მაგალითად სახელმწიფო ზედამხედველობა/აკრედიტაცია, ანტიმონოპოლიური/სასამართლო რეგულაციები, რომლებიც ქმნიან მრავალმხრივ გარანტიას კოლექტიური მართვის სისტემის სათანადო ფუნქციონირების კუთხით.

 

ამ კონტექსტში, იმედი გვაქვს, რომ საქართველო და ასოციაცია გააგრძელებს კურსს საავტორო უფლებების სფეროში საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ამ პროცესში, “სისაკი” მზადაა, შესთავაზოს მხარდაჭერა საუკეთესო გამოცდილების გაზიარების ჩათვლით იმ ახალი სეგმენტების ადმინისტრირების სფეროში, რომელიც დადებითად წაადგება ქართველ და უცხოელ შემოქმედ საზოგადოებას. ჩვენ მოხარულები ვართ, აღვნიშნოთ, რომ აუდიო-ვიზუალური უფლებების იმპელენტაცია და სათანადო ანაზღაურების სისტემის არსებობა ფიზიკური პირების მიერ ნაწარმოების რეპროდუცირების სფეროში არის ასოციაციის უახლოეს მიზნებს შორის და ჩვენ მზად ვართ, დახმარება გაგიწიოთ ჩვენი მანდატის ფარგლებში, რომ ეს მიზნები წარმატებით განახორციელოთ“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორის მიტკო ჩათალბაშევის წერილში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×