logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა ხულოსა და ხელვაჩაურის სკოლების მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა
- +

26 მარტი. 2019. 15:35

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ხულოს და ხელვაჩაურის რაიონის სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.

 

სოფიო ქაცარავამ სტუმრებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსია გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიები ასევე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესი და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა.

 

„ყოველთვის სასიამოვნოა ახალგაზრდებთან შეხვედრა და მათი მოსაზრებების და ხედვების გაზიარება, რადგან სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მომავალ წარმატებას განსაზღვრავენ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

შეხვედრა დევნილი და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის აქტივობების ფარგლებში, გაიმართა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) დიდი ბრიტანეთის საელჩოს (პროექტი - „ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში“) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (პროექტი - „ჩემი სამყარო“) მხარდაჭერით ახორციელებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×