logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: „ბავშვთა კოდექსის“ მიხედვით, პრობლემების მოგვარებაში რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან
- +

26 მარტი. 2019. 16:37

 

ბავშვზე ალტერნატიულ ზრუნვასთან დაკავშირებით „ბავშვის კოდექსის“ პროექტში კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდა.

 

პროექტში ნათქვამია, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო განიხილავს და მონიტორინგს უწევს ბავშვზე ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების საქმეებს, ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე კი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა მოხდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ან სხვა შესაბამისი რელიგიური კონფესიის წარმომადგენლის ჩართვა და კონსულტირება.

 

როგორც პროექტის ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა, „ბავშვთა კოდექსის“ პროექტის მიხედვით, კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში შესაძლოა, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც ჩაერთონ.

 

„კოდექსის მეცხრე ნაწილში არის ასეთი დებულება, თუ პრობლემების შემთხვევაში ოჯახი ითხოვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ან სხვა კონფესიის წარმომადგენლის ჩართვას, არის შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ პირები, ვისაც ოჯახი მოითხოვს და კონსულტაციების დონეზე იყოს შესაბამისი მოლაპარაკებები წარმოებული. ვფიქრობთ, ვისაც აქვს ამის სურვილი, უნდა მივცეთ საშუალება, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ძალიან დიდი არის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი განსაკუთრებით და რა თქმა უნდა, სხვა კონფესიებისაც, იმ გადმოსახედიდან, რომელსაც თავად წარმოადგენენ. მგონია, რომ ძალიან კარგი ცვლილებაა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×