logo_geo
eng_logo
თბილისის მერიის ორგანიზებით, 3D ვიდეოინსტალაცია „ქართული ხელნაწერები“ მოეწყო
- +

15 აპრილი. 2019. 11:18

 

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

 

ღონისძიება საზეიმოდ გახსნა ანსამბლმა „მძლევარი“. უნივერსიტეტის ბაღში, მთელი დღის განმავლობაში, განთავსებული იყო ქართულ ენასთან დაკავშირებული შემეცნებითი ინსტალაციები და საბავშვო კუთხე. ასევე,  ნიაზ დიასამიძის და ჯგუფის „33ა“ კონცერტი გაიმართა.

 

დღის ბოლოს, სახელმწიფო ენის დღის აღსანიშნავად, თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქის საკრებულოს შენობაზე მოეწყო 3D ვიდეო ინსტალაცია „ქართული ხელნაწერები“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექცია. თანამედროვე, კონცეპტუალური ხედვით ნაჩვენები იყო ვიზუალური ინფორმაცია ქართულ იდენტობასა და საქართველოს ინტელექტუალურ-კულტურულ წარსულზე.

 

 

 


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner