logo_geo
eng_logo
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
- +

15 აპრილი. 2019. 16:06

 

8-14 აპრილს,  მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული  გაიმართა.

 

კვირეულის  ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება - მცირე სამეცნიერო კონფერენცია „ფსიქოტიპები გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხეში“, შემეცნებითი საათი  „ფენომენი რეალურად და მხატვრულ ლიტერატურაში“, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა ჩაატარა ლექცია-საუბარი,   სასახლის მოსწავლეები იყვნენ პოეტ-აკადემიკოს მუხრან მაჭავარიანის საიუბილეო საღამოზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.

 

14 აპრილს გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „პაპის ანდერძის გახსენება“.  

 

კვირეული ეროვნული სასახლის ქართული ენის, ლიტერატურის, ფოლკლორის მიმართულების ორგანიზებით  ჩატარდა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×