logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტმა ემა ლალაევა-ედიბერიძის პერსონალური გამოფენა გახსნა
- +

23 აპრილი. 2019. 18:18

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინანდალში, ალექსანდე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ქართველი მხატვრის ემა ლალაევა-ედიბერიძის პერსონალური გამოფენა გახსნა.

 

გამოფენაზე წარმოდგენილია ემა ლალაევას 20-მდე ნამუშევარი კერძო კოლექციებიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის, რომ დღეს წინანდალში პირველადაა გამოფენილი ემა ლალაევას ნამუშევრები, ძალიან საინტერესო ფაქტია, რადგან დღემდე არავინ იცნობდა მხატვარს, რომელიც ქართული ავანგარდის ერთ-ერთი ძლიერი წარმომადგენელი ქალია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეპრესიების და ჩაკეტილობის მიუხედავად, საქართველო უკვე იყო ევროპა.

 

„ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს რეგიონებისა და ქართული კულტურის მხარდაჭერაა. ის ფაქტი, რომ წინანდალში მიმდინარეობს კულტურის აღორძინება: მუსიკალური ფესტივალი, ამ საგამოფენო სივრცის გაცოცხლება კახეთის რეგიონისა და მთლიანად საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ ევროპა ჩანს წინანდალში შემთხვევითობა არაა, ეს კანონზომიერებაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაინტერესდეს ემა ლალაევას შემოქმედებით და შეიტანოს კოლექციებში. არ შეიძლება, რომ მისი შემოქმედება იყოს მხოლოდ კერძო კოლექციაში და არ შეისყიდოს რამდენიმე ნახატი ეროვნულმა მუზეუმმა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გამოფენის გახსნაზე ასევე შედგა კატალოგის პრეზენტაცია, რომელზეც ხელოვნებათმცოდნემ ქრისტინე დარჩიამ იმუშავა. მხატვრის ბიოგრაფიის გარდა, კატალოგში საფუძვლიანადაა განხილული მისი შემოქმედების ცალკეული ფაზები. ღრმა სამეცნიერო ანალიზის საფუძველზე მხატვრის შემოქმედება დაკავშირებულია არამხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ხელოვნების ისტორიის კონტექსტთან. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გამოფენა წინანდლის სახლ-მუზეუმში ივნისის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×