logo_geo
eng_logo
„ექსპერიმენტის არ გვეშინია, ეს მრავალფეროვანს ხდის ჩვენს შემოქმედებას“
- +

10 სექტემბერი. 2013. 09:05


ტუნისში „Fire of Anatolia"-ს შოუმ სრული ანშლაგით ჩაიარა. შოუში 10 ქართველი სოლისტი მონაწილეობს, რომლებიც 3 გამორჩეულ ნომერს ასრულებენ. კონცერტს 8 000 მაყურებელი დაესწრო.


„კვირასთან" საუბრისას თეიმურაზ ციხისელი ამბობს, რომ მაყურებელი განსხვავებულად ხვდება ქართული ნომრების შესრულებას, ქორეოგრაფია კარგად არის დადგმული და მკაფიოდ ჩანს, რომ ქარული ნომრები მათთვის დიდ ემოციას იწვევს.

 

„მაყურებლებს აინტერესებთ, როგორია ამ ცეკვის ტექნიკა, რა პერიოდი სჭირდება ილეთების დახვეწას, ყველა დეტალი აინტერესებთ", - აღნიშნავს თეიმურაზ ციხისელი.


მისივე თქმით, არც მას და არც ჯგუფის სხვა წევრებს ექსპერიმენტების არ ეშინიათ. როგორც ციხისელი მიიჩნევს, ეს შოუს კიდევ უფრო ორიგინალურს ხდის.


„ჩვენი გამოსვლა ორიგინალობით გამოირჩევა ხოლმე. ექსპერიმენტის არ გვეშინია. ეს მრავალფეროვანს ხდის ჩვენს შემოქმედებას. ქორეოგრაფია დიდ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს, ილეთების დახვეწას დიდი დრო სჭირდება. ყველგან, სადაც გამოვდივართ, ჩვენს მიმართ ხალხი განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენს, გვეუბნებიან, რომ განსაკუთრებულად მოეწონათ ფარიკაობის ილეთები, ქართული სოლოების სინქრონული შესრულება, ეს იმიტომ, რომ ჩვენი ცეკვა ყველასგან გამორჩეულია", - ამბობს თეიმურაზ ციხისელი.


 

right_banner
არქივი
right_banner