logo_geo
eng_logo
ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 სთ-ის მდგომარეობით
- +

19 მაისი. 2019. 19:14

 

17:00 საათის მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა ისევ ყველაზე დაბალია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 26,6% - მა დააფიქსირა, რაც რაოდენობრივად არის 11 669 ამომრჩეველი. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2016 წლის საქართველოს პარლამენტის მეორე ტურის არჩევნებზე, ამავე საათის მონაცემებით, მაშინ ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 31,1%

 

ყველაზე მეტი აქტიურობით კვლავ საგარეჯო გამოირჩევა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 67,8%-მა, რაც რაოდენობრივად არის 309 ამომრჩეველი.

 

საგარეჯოს შემდეგ აქტივობით გამოირჩევა ხულო - 49,5% (11 931 ამომრჩეველი).

 

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად განაწილდა:

 

ახმეტა - 44,1% (538 ამომრჩეველი), მარნეული - 27,2% (27 098 ამომრჩეველი), ადიგენი - 45,8% (515 ამომრჩეველი), ზესტაფონი - 37% (20 325 ამომრჩეველი), ჭიათურა - 37% (15 890 ამომრჩეველი), ტყიბული - 33,9% (1208 ამომრჩეველი), წყალტუბო - 40,9% (1724 ამომრჩეველი), ოზურგეთი - 37,4% (1902 ამომრჩეველი), ზუგდიდი - 38,6% (46 702 ამომრჩეველი).

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner