logo_geo
eng_logo
ნინი ქარსელაძე: სამარცხვინოა, როდესაც ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას ასეთი ბინძური მეთოდებით ებრძვის კობალაძის ორგანიზაცია!
- +

21 მაისი. 2019. 18:11

 

„კომპანიაში, რომელსაც გიგა კობალაძე ხელმძღვანელობდა, გაწევრიანებული ვიყავი სულ რაღაც წელიწად-ნახევარი, ამ ხნის განმავლობაში მაქსიმუმ ორჯერ ჩამერიცხა სამარცხვინოდ მცირე თანხა, არც ღირს თანხაზე ლაპარაკი, სასაცილოა, მეტი არაფერი“, - ამის შესახებ მომღერალი ნინი ქარსელაძე საავტორო უფლებათა ასოციაციის დატოვების მიზეზებზე საუბრისას აცხადებს.

 

„წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბევრი კითხვა დამიგროვდა, რომელზეც პასუხი ვერ მივიღე. სათანადოთაც არ ვიღებდით ალბათ ხმას, ვინაიდან ბაზარზე ერთადერთი იყო მსგავსი კომპანია, მონოპოლიას ფლობდა. გულითაც რომ მოგენდომებინა, სხვაგან ვერ წახვიდოდი. როდესაც გავწევრიანდი, სიმღერების კატალოგიც კი არ მიმატანინეს, როდესაც დავინტერესდი, მითხრეს, რომ ჩემს სიმღერებზე ყველა ინფორმაცია ჰქონდათ  და თვითონ მოაგვარებდნენ.

 

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, მე, მარიკა თხელიძე, „ქუჩის ბიჭები“, რუსა მორჩილაძე და აჩი ფურცელაძე ვიყავით პირველები, ვინც ვუთხარით გიგა კობალაძის ორგანიზაციას „არა!“. უბრალოდ სამწუხარო და სამარცხვინოა, როდესაც ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას ასეთი ბინძური მეთოდებით ებრძვის კობალაძის ორგანიზაცია“, - აღნიშნავს ნინი ქარსელაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×