logo_geo
eng_logo
„დებატები-ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა“ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე
- +

23 მაისი. 2019. 12:38

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „დებატების: ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

 

 

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებსა და პროექტის მონაწილეებს გარემოსდაცვითი საკითხებისადმი დიდი ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ბიომრავალფეროვნების დღის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ბიომრავალფეროვნების დაცვის აქტივობებში უფრო მეტი მოტივირებული ახალგაზრდა ჩაერთვება.

 

 

დებატებში სააპლიკაციო ფორმაზე დაყრდნობით შერჩეული სხვადასხვა სკოლის 12 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებმაც დასკვნით ღონისძიებამდე თეორიული და პრაქტიკული სწავლება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიარეს.

 

 

მონაწილეებმა კრწანისის ტყე-პარკის განვითარების სამი განსხვავებული მოდელი წარმოადგინეს და საკუთარი მოსაზრება  თეორიული და პრაქტიკული სწავლების შედეგად მიღებული ცოდნით და მოძიებული არგუმენტებით გაამყარეს.

 

 

გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწე კვალიფიციური პირებისაგან დაკომპლექტებული კომისიის წევრების გადაწყვეტილებით გამარჯვება მოიპოვა გუნდმა, რომელმაც კრწანისის ტყე-პარკის განვითარების რეკრეაციული მიმართულება წარმოადგინა.

 

 

პროექტის მონაწილეებს  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისგან და პარტნიორი ორგანიზაციებისგან სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner