logo_geo
eng_logo
„ინტენსიურად იღებდა ანტიდეპრესანტებს და ფსიქოტროპულ წამლებს“ - სააკაშვილის დიაგნოზი
- +

9 ივნისი. 2016. 12:38


მიხეილ სააკაშვილის დაკითხვამდე, ცუდი არ იქნება, თუ საქართველოს მთავარი პროკურატურა გაეცნობა ევროპის შვიდი ინსტიტუტის მიერ გაცემულ დასკვნას, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფსიქიატრიულ დიაგნოზს ეხება",- ამის შესახებ MEDIACITY.GE წერს.


დასკვნა 2004 წლით თარიღდება და არსებული ინფორმაციით, იგი თავის დროზე ზურაბ ჟვანიამ შეუკვეთა, სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე. დასკვნის ორიგინალი მანამდე გაქრა, სანამ იგი ადრესატამდე მოაღწევდა და როგორც ამბობენ, ამაზე გიგა ბოკერიამ იზრუნა.


განმეორებითი კვლევა აღარ ჩატარებულა... 2009 წლამდე. 2009 წელს მიხეილ სააკაშვილის ვილნიუსში ვიზიტის დროს პრეზიდენტი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი სტაციონარში. ჰოსპიტალიზების მიზეზი არ გახმაურებულა, თუმცა გამოჟონა ინფორმაციამ, რომ სააკაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. ლიტველმა ფსიქიატრებმა ფაქტობრივად იგივე დიაგნოზი დასვეს, რაც 2004 წელს ევროპელმა ექიმებმა. ზურაბ ჟვანიას პრემიერობის დროს მიხეილ სააკაშვილისთვის დიაგნოზის დასმაში შემდეგი ინსტიტუტები იღებდნენ მონაწილეობას.


1. ტონსბერგის ფსიქიატრიული ცენტრი (ორსნესალი, ნორვეგია);


2. ჯანდაცვის ნაციონალური საზოგადოებრივი ინსტიტუტი (ოსლო, ნორვეგია);


3. ფსიქიატრიის დეპარტამენტი (ფინეთი);


4. კრისტიან ალბრეხტის უნივერსიტეტის ნერვული დაავადებების ცენტრი (კიოლნი, გერმანია);


5. ჟენევის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტი (შვეიცარია);


6.  ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, ფსიქოანალიზის და ფსიქოთერაპიის დეპარტამენტი (ავსტრია);


7. ამსტერდამის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის დეპარტამენტი.


მას შემდეგ, 11 წელია გასული. გადიოდა თუ არა მკურნალობის რაიმე კურსს სააკაშვილი, უცნობია. ცნობილია, რომ ინტენსიურად იღებდა ანტიდეპრესანტებს და ფსიქოტროპულ წამლებზე იყო „შემჯდარი". ხსენებული მედიკამენტები კატეგორიულად იკრძალება იმ დიაგნოზის დროს, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.


სააკაშვილის დიაგნოზი კი ასე გამოიყურება:


„მოტივაციის ძირითადი ფაქტორები: ამბიციურობა, პატივმოყვარეობა, ჯიბრიანობა და დომინირების სურვილი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაბალი თვითშეფასება და არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც მას ადრეულ ბავშვობაში ჩამოუყალიბდა, განსაზღვრავს მის ლტოლვას ძალაუფლებისკენ. ნარცისიზმის გამო მას არ ახასიათებს თანაგრძნობა, არ აინტერესებს სხვა ადამიანების გაჭირვება, მათი გრძნობები, მისთვის დანარჩენი კაცობრიობა არის უსახო ბრბო, რომელიც აპრლოდისმენტებს უკრავს. ვერ იტანს კრიტიკას.


მიხეილ სააკაშვილის სოციალური ქცევისას, სახეზეა მუდმივი წინააღმდეგობა გარეგნულ ქმედებასა და შინაგან ემოციურ შემადგენლობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად იგი დემონსტრირებას ახდენს გულწრფელობის, ექსპრესიულობის და კომუნიკაბელურობის, იგრძნობა შინაგანი დაძაბულობა, გაზრდილი ნერვული აღგზნებადობა და ეჭვიანობა. ნიშანდობლივია მისი ქცევის არავერბალური კომპონენტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი მიმიკა ცოცხალი და არსებულ ვითარებასთან შესატყვისია, იგივე არ ითქმის მის ჟესტიკულაციაზე. კერძოდ, ხელების მოძრაობა „ჩეხვითია", ხელისგულები კონვულსიურად ერთდება და ქცევის ეს „მოიერიშე" მოდელი არ იცვლება მთელი საუბრის განმავლობაში, როდესაც მას საგანი არ ესმის, იგი მიმართავს უაზრო და აბსოლუტურად არაფრის მთქმელ სიტყვებს, რათა კითხვაზე პასუხი არ გასცეს და ამით დათრგუნოს მოსაუბრე. აღიქვამს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც შეესაბამება მის კონცეპტუალურ სტრუქტურას და მთლიანად გამორიცხავს ყველაფერ დანარჩენს.


უკიდურესობამდე მიყვანის შემთხვევაში ეს გადახრა შეიძლება გადაიზარდოს მეგალომანიაში, აკვიატებულ ანდა მანიაკალურსინდრომში (ვინაიდან, იგი მოწოდებულია გახდეს „რჩეული"), რაც ადვილი შესაძლებელია დამთავრდეს სუიციდით. საბოლოო ჯამში, მიხეილ სააკაშვილის განათლების დონე არის საშუალოზე მაღალი, მაგრამ, მის არგუმენტაციას არ აქვს სიღრმე და დამოუკიდებლობა. მისი მსჯელობა ძალზედ ჩვეულებრივია. ეყრდნობა ცნობილ ინფორმაციას და ხშირად პლაგიატს. თუ შეეჩეხა მოულოდნელ შეკითხვას, როგორც წესი, არ შეუძლია შესთავაზოს მოპასუხეს სწორი პასუხი, ამიტომაც გადადის ზოგად თემებზე, რომ მიჩქმალოს კითხვა.


დიაგნოზი ძლიერი პარანოიდური აშლილობა მკბ 10. ისტეროიდული ტიპაჟით ნარცისიზმის კომპლექსით. იგი უაღრესად მტკივნეულად განიცდის წარუმატებლობას. გარესამყაროს უყურებს როგორც მტერს და არ ენდობა მას. ადეკვატური მკურნალობის არქონის შემთხვევაში ეს დომინანტური შინაგანი ფაქტორები გარდასახულ იქნება თვითდაცვის ჰიპერკომპენსაციონარულ მექანიზმში, რაც რეალობის შეგრძნების ჯერ ნაწილობრივ,შემდეგ კი მთლიანად დაკარგვაში გარდაისახება. ასეთ შემთხვევაში, მას გაუჩნდება ძლიერი მიდრეკილება სუიციდისადმი, რაც მკურნალობის კურსის გარეშე ადვილი განხორციელებადია".


ასე რომ, კი უყვარს ექს-პრეზიდენტს თავისი თავი „ნამეტნავად", მაგრამ რა გარანტია არსებობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში საკუთარ „ჰალსტუხისგან" საღეჭი აქსესუარი კი არა, ყულფი გამონასკვოს. აი, როდის არ აგვცდება საერთაშორისო სკანდალი.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner