logo_geo
eng_logo
ირაკლი წერეთლი: თუ ხელისუფლება ისევ წამოვა დარბევაზე, გვარდია თავის სიტყვას იტყვის
- +

15 მარტი. 2016. 19:09



1991 წელს ირაკლი წერეთელმა შეკრებილ მანიფესტანტებს ამ სიტყვებით მიმართა:


„თუ ხელისუფლება დაარბევს მშვიდობიან მანიფესტაციას და გამოიყენებს მშვიდობიანი მანიფესტაციის წინააღმდეგ იარაღს, 10 წუთში ჩვენი გვარდია გაჩნდება უზენაეს საბჭოსთან. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ გვარდია მიდის თბილისში ერთ-ერთ ტერიტორიაზე, სადაც კონტროლს გაუწევს ყველას, სადაც იქნება შეიარაღებული ხალხი. მოგმართავთ მამაკაცებს, ვინც ცდილობს, იარაღით დაიცვას დემოკრატია, ჩაეწეროს გვარდიის რიგებში. გვარდიას აქვს სათანადო აღჭურვილობა და გარკვეული რაოდენობრივი შევსება აუცილებელია, ამიტომ ყველა მამაკაცს შეგიძლიათ ჩაეწეროთ გვარდიის რიგებში მოხალისედ. სადაც გვარდია იქნება დაბანაკებული, იქნება მკაცრი სამხედრო დისციპლინა. კრიტიკულ სიტუაციაში თუ ხელისუფლება ისევ წამოვა დარბევაზე, გვარდია თავის სიტყვას იტყვის", - განაცხადა წერეთელმა. 


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner