logo_geo
eng_logo
„გორგიასა“ და მისი მეპატრონის შავბნელი ამბები
- +

16 მარტი. 2016. 17:34


 

მასალა გამოქვეყნებულია 2014 წელს:

 

 

ამბავი I


წინა ხელისუფლება რომ ბიზნესმენებს ბიზნესს და კაპიტალს ართმევდა, ამაზე არავინ დავობს. მაგრამ „გორგიას" ისტორია ასეთია: ჩვენი ინფორმციით, მიშა, „კეზერა", ვანო, ადეიშვილი ისხდნენ ერთ-ერთ რესტორანში ბათუმში და აჭარის ბიზნესმენების საქმეს განიხილავდნენ ვარშალომიძესთან ერთად. ლევან ვარშალომიძემ ჩააწვეთა მიშა სააკაშვილს „გორგიას" თემა. დამწვარი სკოლისთვის კრამიტი ვთხოვე „გორგიას" და არ მომცაო. მიშას, რა თქმა უნდა, თვალთ დაუბნელდა, გაბრაზდა, განრისხდა და ბრძანებაც იქვე გასცა, ეტყობა, შეზარხოშებულმა (ასწავლეთ „გორგიას" ჭკუაო!) და „გორგიაც" დაისაჯა. გადაწყვეტილი იყო, „გორგია" აღარ უნდა ყოფილიყო ბაზარზე. შევარდა ფინანსური და უქნა ის, რაც უქნა და ალბათ სამართლიანადაც. მაგრამ ბაზარზე დარჩა მისი გარემოცვის ერთ-ერთი გავლენიანი ქალბატონის წყალობით, რომელიც შემდეგ 5 წელი პატრონობდა და ხელშეუხებლობის გარანტი გახდა ხელისუფლებასა და „გორგიას" შორის.



ამბავი II



ერთ-ერთი დეპუტატი ქალბატონი დაჰპირდა, მე გიპატრონებ მთავრობასთან და ბიზნესი დავიწყოთ ერთადო! (სხვათაშორის, ეს დეპუტატი „ქართული ოცნების" წარმომადგენელია და თმებდახვეული წარმატებულად ზის პარლამენტში). მოკლედ, იყო და არა იყო რა, აქაც ოქროს წყურვილმა მოხიბლა დეპუტატი და გია გორგოშაძე და განაში, აფრიკაში დაიწყეს ოქროს ბიზნესი. მორიგი ზღაპარი ასეთი იყო, ტრაქტორით უნდა ეთხარათ ოქრო და მერე „სლიტკების" სახით შემოეტანათ საქართველოში მაღალი ხარისხის ოქრო! 300 ათასი დოლარი მისცა დეპუტატს და დანარჩენი 200 ათასი უკვე „გაუჭედა", როგორც სჩვეოდა. საქმეში ჩართული იყო გია გორგოშაძის მეუღლე, რომელიც, რომ „გადააგდეს", მერე ალაპარაკდა, დეპუტატმა შემოუთვალა: მოეცა შენს ქმარს, რასაც დაგვპირდა და ბიზნესი წარმატებით წავიდოდაო. წესით, 500 ათას დოლარზე იყვნენ შეთანხმებულნი. ერთი მხრივ, დეპუტატი მართალი იყო, შეთანხმება შეთანხმებაა, მაგრამ ხელისუფლებაში ვარ და ახლა ჩემი დროაო, ეს უკვე დეპუტატი ქალბატონის თავგასულობაა და მეტი არაფერი. მოკლედ, ფერი ფერსაო, ასე იყო ეს ისტორია. ეს ოქროს ძიების ბიზნესიც კრახით დამთავრდა. გადააგდეს გია გორგოშაძის ცოლი ნინო დარსალია, თავად გია გორგოშაძე კი, რომ მიხვდა, დეპუტატმა ფული „ამახიაო", „მოტყდა" სიტუაციიდან და ცოლს შეატოვა ამოსაღებად თანხა. ამოიღე და შენი იყოსო. თანხა დღემდე „ახეულია" და თმაკუწუწა დეპუტატი ქალბატონიც მშვენივრად იყენებს მანდატს დასაშინებლად. ასე დასრულდა დაუკმაყოფილებელი გია გორგოშაძის და თმაკუწუწა „ქართული ოცნების" დეპუტატის ბიზნესგარიგება. პარადოქსების ქვეყანაა, თორემ წესით, ორივე ციხეში უნდა იჯდეს.  ამ  ისტორიას ადასტურებს თავად ნინო დარსალიაც.



ამბავი III


ნინო დარსალია:


- აფრიკაში ოქროს ძებნის ამბავი მართალია. საბოლოო ჯამში გადაგდებული მე აღმოვჩნდი! დღემდე ვეხვეწები დეპუტატსაც და გია გორგოშაძესაც ჩემს კუთვნილ თანხას და ერთმანეთან მგზავნიან. ორივე წარსდგება უფლის წინაშე და ამაზე ორივე აგებს პასუხს. ჩვენ კი სასამართლოსთვის მზად გვაქვს დოკუმენტაცია. ეს დიდი პროცესია და დიდი ხანი დასჭირდათ იურისტებს საბუთების მოსაგროვებლად. თვითონ გია გორგოშაძე ბევრ მაქინაციაშია ჩართული. ჰქონდა 4 ფირმის ყალბი ბეჭდები და უბრახუნებდა დოკუმენტებს. საღ კაფელ-მეტლახს ყოველთვის დამსხვრეულში ატარებდა და ეს იყო მილიონობით პროდუქცია. ასე იშოვა ფული და დღესაც ასე აგრძელებს.


ტვირთის სხვა რაოდენობები იყო დაფიქსირებული საბაჟოზე და სხვა იდო კონტეინერში სომხეთსა და აზერბაიჯანში ტრანზიტის დროს. ფინანსურმა სწორად დასაჯა „გორგია". ერთ-ერთი ყველაზე თაღლითი ბიზნესმენი იყო. რამდენიმე თურქიც გადააგდო და ისინიც კიოდნენ, ჩხაოდნენ და სულ პრობლემებში იყო. ონდულინი არის სახურავი და ერთ-ერთ სერიოზულ ქარხანაში დაათხელებინა  სისქე,  ფული რომ მოეგო და ისე შემოიტანა საქართველოში. საცოდავი კლიენტები მოტყუებული აღმოჩნდნენ. ვინც ონდულინი იყიდა, სეტყვამ მაშინვე დაუხვრიტა სახურავები. მოდიოდნენ უკმაყოფილო კლიენტები ჩხუბით და ასევე ბრუნდებოდნენ უკან.


მოკლედ, ამ თაღლითური მაიმუნობით ონდულინი ჩაწვა! დიდი უსიამოვნება მოუვიდა ჟანთან (ონდულინის ქარხნის მეპატრონე თურქეთში) და ახლაც არეული აქვს ურთიერთობა. ერთხელ უთხრეს, აღარ მახსოვს, რომელ ქვეყანაში, ეს გრანიტი და კაფელი რადიაციულია, არ წაიღოო. მაგრამ ფასი იმდენად დაბალი იყო, ათობით კონტეინერი ჩამოიტანა. თვითონ, „გორგიას" შოურუმში დააგო. თავიდან ბუზები ეყარა იატაკზე. თურმე ბუზები კვდებოდნენ რადიაციით და ხალხს მუხლების ტკივილი დაეწყო. მაგრამ მაინც გაყიდა ამდენი კონტეინერი გრანიტი. ფულის გულისთვის გია გორგოშაძე ყველაფერზე წავა!


10 მილიონის ქონება ნათესავებზე, დებზე, სიძეებზე, მამაზე აქვს გაფორმებული, ურიცხავს იჯარებს, ვითომ იჯარით აქვს აღებული ეს შენობები და ასე აცოცხლებს ფულს. ფულის კეთების ვირტუოზია და თანაც თაღლითური გზით. ერთი ქალბატონი სულ პატრონობდა, მწვანე ზოლში ჩასვა, ანუ მისი კონტეინერი არ იხსნებოდა საბაჟოზე და რაც უნდოდა, ის შემოქონდა. საბაჟოზე ერთი მაფიოზი ტიპი ჰყავს - ბიჭიკო დევაძე. დღესაც შავი ფულით აკეთებს ბიჭიკო დევაძე „გორგიას" საქმეს საბაჟოზე. წლების უკან დასაჭერად იყო გამზადებული ბიჭიკო დევაძე, მერე გია გორგოშაძემ 1 მლნ ლარი გირაოს სახით გადაიხადა პროკურატურაში. გვარი არ მინდა დავასახელო და ქალბატონმა, რომელიც გია გორგოშაძეს პატრონობდა ასე გულიანად, უშველა ბიჭიკო დევაძესაც და იმ 5 ადამიანს, რომლებიც ციხეში უნდა მჯდარიყვნენ.


ფაქტი ერთია, კომპანია „გორგიას" თაღლითი დამფუძნებელი ჰყავს და ამას უახლოეს მომავალში შესაბამისი სტრუქტურები დაადასტურებენ. ერთხელ ფინანსური სამსახურის უფროსმა მამუკა ლეჟავამ და რამაზ ნიკოლეიშვილმა გვითხრეს: მსგავსი არეულ-დარეული ბუღალტერია საქართველოში არც ერთ კომპანიაში არ გვინახავსო. ახლა გეუბნებით, ბატონო რამაზ ნიკოლეიშვილო - თქვენ მართალი იყავით თურმე! გია გორგოშაძისნაირი ბიზნესმენი დიახაც რომ ციხეში უნდა იჯდეს! ის თვეში თითქმის ნახევარ მილიონს უმალავს ბიუჯეტს. ამ მილიონებიდან 1 თეთრიც კი ქველმოქმედებაში არ გადაუხდია.




ამასთან, გთავაზობთ „გორგიას" მფლობელის ყოფილი მეუღლის ნინო დარსალიას განცხადებას, სადაც „გორგიას" მეპატრონე გია გორგოშაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ და თაღლითურ ქმედებებზეა საუბარი.


„ქალი ტვინის შერყევით თვეები ცუდად იყო. თანამშრომლებს რომ არ დაეტანებიათ ძალა, საავადმყოფოს ფულსაც კი არ უხდიდა.

 

„გუდვილის" მთავარი მენეჯერი გადმოიყვანა ასევე მოტყუებით „გორგიაში"! ისიც გადააგდო და გაიქცა... საუკეთესო ეიჩარი - ლილი ბიბილაშვილი მოტყუებით, დაპირებებით მიიყვანა „გორგიაში" და ბოლოს ეს ქალბატონი შეწუხდა გორგოშაძის თაღლითური საქციელით, მიაყარა ყველაფერი და წავიდა. ოღონდ ჯერ გია გორგოშაძემ ააწყობინა ყველაფერი, რაც უნდოდა (კადრების სისტემას ვგულისხმობ) და მერე აიძულა, წასულიყო",- აცხადებს დარსალია.


მისივე თქმით, გორგოშაძემ საფრთხის ქვეშ მოაქცია სადაზღვევო კომპანია „ირაო".


„ამ მაქინაციებით გია გორგოშაძემ ასევე დიდი დარტყმის ქვეშ მოაქცია სადაზღვევო კომპანია „ირაო", რომელსაც ხელი მოაწერინა ეშმაკურად მხოლოდ მასალების დაზღვევაზე. ერთ მშვენიერ დღეს „ირაოს" დიდი დარტყმა ელოდება. ეს „მაუდის" ტერიტორია ჯერ კიდევ წლების წინ დანგრევის გეგმაში იყო. ჰოლანდიელები აპირებდნენ პატარა კოტეჯების მშენებლობას მსუბუქი კონსტრუქციებით და არა ტონობით ტრაილერების ტვირთის დასაწყობებს. ხალხმა რა დააშავა ასეთ შემთხვევაში, როცა შეიძლება, 1 მ2 კაფელის მყიდველს ამხელა საფრთხე ელოდება შენობაში.

 

მოკლედ, ეს ცნობილი ფაქტია, „გორგიაში" ნორმალური კადრი გამორიცხულია, გაჩერდეს. ერთი ადამიანი ზვიად მერაბიშვილის სახით ეკონომიკური დანაშაულებებისთვის უკვე იჯდა ციხეში. ახლა უზის და პროგრამულად ასწორებინებს დარღვევებს. ეს ადამიანიც გაწირული ჰყავს. თუმცა, პრემიის სანაცვლოდ ეს კაცი მიჰყვება ფეხდაფეხ. მერე ეტყვის ოჯახის წევრებს, არ ვიცოდი, ასეთ საქმეებს თუ აკეთებდაო. ეს მისი ხელწერაა", - აცხადებს ნინო დარსალია.




 

right_banner
არქივი
right_banner