logo_geo
eng_logo
კახა ბუხრაძე: ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოვაჭრეებმა ხელი არ შეგვიშალონ სამუშაოების შესრულებაში
- +

7 ივნისი. 2019. 02:05

 

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე, ლილოში მდებარე ე.წ. “ჩინური ქალაქის” ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის ადგილზე იმყოფება, სადაც მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

 

ლილოში მდებარე ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრში ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო ავტომანქანა. ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოვაჭრეებმა ხელი არ შეგვიშალონ სამუშაოების შესრულებაში. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 187-მუხლით. ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს”.  

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×