logo_geo
eng_logo
სოფელ ხიდისყურში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი, დაჭრეს
- +

7 ივნისი. 2019. 13:55

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისყურში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შუახნის მამაკაცი მოკლეს, მის მეუღლე კი, დაჭრეს. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×