logo_geo
eng_logo
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

5 აგვისტო. 2019. 11:41

 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დ.მ. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, ქურდობისთვის ნასამართლევმა დ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  უმწეო მდგომარეობაში მყოფ, უსინათლო მეუღლის მამას - ს.ძ.-ს, არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებით სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ საწოლიდან გადმოაგდო, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე  დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

 

სამართალდამცველებმა დ.მ. 2018 წლის 23 ოქტომბერს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner