logo_geo
eng_logo
ქუთაისში სამი მაღაზია გაქურდეს
- +

1 სექტემბერი. 2019. 14:17

 

 

ქუთაისში მაღაზიათა ქსელ „ფემილის" სამი ობიექტი გაქურდეს. ერთი მაღაზია სულხან-საბას გამზირზე, ხოლო ორი ვაკისუბნის დასახლებაში მდებარეობს.

 

ამ დროისთვის ზარალის რაოდენობა დადგენილი არაა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტყობინება მხოლოდ ერთი მაღაზიიდან შევიდა. უწყებაში ძარცვის ფაქტს ადასტურებენ. მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები სს კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

 

 

right_banner
არქივი
right_banner