logo_geo
eng_logo
საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
- +

20 სექტემბერი. 2019. 13:48

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნულია:

 

„2019 წლის 28 აგვისტოს  მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  გამოკითხვის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულია პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი.

 

დეპუტატი  საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს გამოცხადდება.

 

შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დღეს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

 

 გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner