logo_geo
eng_logo
სასამართლომ ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა
- +

4 ოქტომბერი. 2019. 01:31

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულები გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმროს დატოვებენ.

 

პროცესზე ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავდა.

 

ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner