logo_geo
eng_logo
მოწმის თქმით, ვანო მერაბიშვილმა მას ტელეკომპანია „იმედის“ 15%-იანი წილის შესყიდვისკენ მიუთითა
- +

8 ოქტომბერი. 2019. 12:21

 

7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე ბრალდების მოწმეების დაკითხვა გრძელდება. დაიკითხა 2011 წელს,  „იმედის“ 15%-იანი წილის მფლობელი გიორგი მიქელაძე, რომელმაც თქვა, რომ კომპანიის წილი პირადად ვანო მერაბიშვილის მითითებით იყიდა.

 

გიორგი მიქელაძის თქმით, 2011 წლის ნოემბერში მას პირადად დაუკავშირდა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შეხვედრა სთხოვა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში, მერაბიშვილის სამუშაო ოთახში შედგა.

მიქელაძემ სასამართლოზე თქვა, რომ ვანო მერაბიშვილმა მას ტელევიზიის 15%-იანი წილის შესყიდვისკენ მიუთითა. გიორგი მიქელაძის თქმით, ის მერაბიშვილის მითითებით დაუკავშირდა ტელეკომპანიის მაშინდელ ხელმძღვანელს გიორგი არველაძეს და გადაფორმდა წილები, თუმცა მისი თქმით ამ წილებში არცერთი თეთრი არ გადაუხდია.

 

კითხვაზე, რა მოხდებოდა, თუ გიორგი მიქელაძე ამ თხოვნას არ შეასრულებდა, ის ამბობს, რომ სავარაუდოდ, მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგებოდა და ის იქნებოდა სისტემის მტერი.

 

ამის შემდეგ, როგორც გიორგი მიქელაძე განმარტავს, 2012 წელს გიორგი არველაძისგან მიიღო მითითება და ტელეკომპანიის 15% მან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს დაუბრუნა.

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner