logo_geo
eng_logo
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე, პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- +

8 ოქტომბერი. 2019. 13:05

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა.

 

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის I ნაწილით.

 

7 ოქტომბერს ჰ.მ.-ს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით და 236-ე მუხლის III ნაწილით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. ჰ. მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner