logo_geo
eng_logo
სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
- +

8 ოქტომბერი. 2019. 16:33

 

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე ვ.ს-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 7 319 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (83.5 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 7 319 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner