logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბორცვაძე: ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედებას გენერალური ინსპექცია იკვლევს
- +

7 ივლისი. 2020. 15:24

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს  შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.

 

„რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცემა პროკურატურას“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner