logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბორცვაძე: ტყუილია, რომ კამერების ჩანაწერები არის წაშლილი, ამ საქმეზე 600 საათზე მეტი ვიდეოჩანაწერია ამოღებული
- +

7 ივლისი. 2020. 15:45

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის მოსაზრება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერები არის წაშლილი და  ვერ მოხერხდა მათი ამოღება.

 

„ტყუილია, რომ კამერების ჩანაწერები არის წაშლილი. მე აღვნიშნე, რომ 600 საათზე მეტი ვიდეოჩანაწერი ამ საქმეზე ამოღებულია. აღნიშნული ინფორმაცია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გავრცელდა თბილისის მერიის ვიდეოკამერებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ 7 დღეზე მეტ ხანს ეს ჩანაწერები არ ინახება. ჩვენ მივმართეთ ამ ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ჩანაწერები აღარ ინახება. თუმცა, ამის კომპენსირება ცალსახად შესაძლებელია როგორც კერძო ობიექტების  კამერების ჩანაწერებით, ასევე, „112“-ის ჩანაწერებით. თბილსის მერიის ჩანაწერები უშუალოდ შემთხვევის ადგილს ვერ გადაფარავდა. ეს არის უბრალოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დადგენა, რომლებმაც იმოძრავეს თბილისის ტერიტორიაზე, ჩავიდნენ და ჩამოვიდნენ მცხეთიდან თბილისში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner