logo_geo
eng_logo
სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
- +

7 ივლისი. 2020. 22:12

 

 

გორის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა და პროკურატურამ დღესვე მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

 

დაცვის მხარე ბრალდების მხარის პოზიციას არ იზიარებს და პატიმრობის შეფარდების ნაცვლად, გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

 

ბრალდებულის ადვოკატი ნათია სირაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა.

 

სურამში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სასამართლოს კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-17 წლამდე ითვალისწინებს.

 

დანაშაულის ფაქტი გუშინ დილით, სურამში მოხდა. 3 შვილის დედა, 31 წლის თეა რუსია ქმარმა მაშინ მოკლა, როდესაც ქალს ეძინა.

 

  

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner