logo_geo
eng_logo
შსს-ს ფეისბუქ-გვერდზე „ბოტები“ გააქტიურდნენ
- +

6 აგვისტო. 2020. 13:16

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი შსს-ს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე „ბოტების“ გააქტიურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„გუშინ, 5 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განცხადების გამოქვეყნებისთანავე, ე.წ. „ბოტები“ გააქტიურდნენ. კერძოდ, ე.წ. „ბოტები“ გამოხატავდნენ გაბრაზების რეაქციებს გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. ამ დროის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია 700-მდე ე.წ. „ბოტის“ აქტიურობა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე გუშინ დაფიქსირებულ ე.წ. „ბოტებს“ საცხოვრებელ ადგილად ძირითადად მითითებული აქვთ ინდოეთი და აზიის სხვა ქვეყნები. მათ შორის არიან,  მაგალითად: „იტზ ვაიშუ პატილ“, „სანჯუ საჯი“, „რაუს პალ“ და სხვა.

 

გარკვეული ჯგუფები საკუთარი ინტერესების გამო, ე.წ. „ბოტების“ გამოყენებით ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას და გამოძიების მიმდინარეობის დისკრედიტაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner