logo_geo
eng_logo
კახეთში, მეოთხე დღეა 70 წლის კაცს ეძებენ
- +

10 აგვისტო. 2020. 19:27

 

 

კახეთის რეგიონში, მეოთხე დღეა გაუჩინარებულ 70 წლის კაცს ეძებენ. imedinews- ის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრები მერაბ ამბროსიძე სახლიდან ოთხი დღის წინ დილით გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

 

მომხდარის შესახებ ოჯახმა სამართალდამცველებს შეატყობინა, რის შემდეგ სამძებრო პროცესში აქტიურად ჩაერთო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner