logo_geo
eng_logo
ე.წ.მოსმენების საკითხთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებზე, კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა
- +

6 იანვარი. 2017. 15:40



ე.წ. მოსმენების საკითხთან დაკავშირებით კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა.

ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.


კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, ჯგუფის შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრები.


სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებიან პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. სამუშაო ჯგუფში ასევე წარმოდგენილი იქნება უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი.


ბესელიას თქმით, სამუშაო ჯგუფში შევლენ ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


სამუშაო ჯგუფი იქნება მაქსიმალურად გახსნილი იმისთვის, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ვიმუშაოთ. ამასთან, ჯგუფი უნდა იყოს მაქსიმალურად მოქნილი იმისთვის, რომ დარჩენილ დროში რაც შეიძლება ეფექტურად იმუშაოს, ეს იქნება პრაქტიკულად ყოველდღიური სამუშაო პროცესი", - განაცხადა ბესელიამ.


ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ 2014 წელს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი და მისი მთელი რიგი დებულებები, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. კანონმდებლებს 2017 წლის 31 მარტამდე აქვთ ვადა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ახალი ცვლილებების მისაღებად.




 

right_banner
არქივი
right_banner