logo_geo
eng_logo
პროკურატურა გიგი უგულავასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
- +

6 იანვარი. 2017. 17:36



პროკურორ გიგა ძნელაძის განცხადებით, პროკურატურა „თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.


ძნელაძის განცხადებით, ბრალდების მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.


სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი. ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული დაცვის მხარის საჩივარი. სასამართლო გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე არ ეთანხმება ცალსახად, მითუმეტეს, ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე. დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გავასაჩივრებთ საკასაციო სასამართლოში", - განაცახდა გიგა ძნელაძემ.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.


შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველი ნაწილით, ამის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კი კვლავ გამართლებული დარჩა.




 

right_banner
არქივი
right_banner