logo_geo
eng_logo
შსს ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლების მიერ ორი პირის ცემის ფაქტს უარყოფს
- +

7 იანვარი. 2017. 19:31


 


შსს ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლების მიერ ორი პირის ცემის ფაქტს უარყოფს. როგორც „ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, უწყება მოქალაქეების დიმა გვასალიას და ჭაბუკა ჭაფანძის ბრალდებებს უარყოფს. უწყების გენინსპექციამ საქმესთან დაკავშირებით მასალები პროკურატურას უკვე გადაუგზავნა.


დიმა გვასალიას და ჭაბუკა ჭაფანძის მტკიცებით, 5 იანვარს, გვიან ღამით ისინი აფთიაქში იმყოფებოდნენ, საიდან გამოსვლის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა ისინი უსაფუძვლოდ სცემეს, შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სასამართლომ კი ასევე უსაფუძვლოდ გაასამართლა ხულიგნობის მუხლით და 250-250 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner