logo_geo
eng_logo
ხათუნა პაიჭაძე მედიის საკითხებში ნინო გვენეტაძის მთავარ კონსულტანტად დაინიშნა
- +

9 იანვარი. 2017. 00:41



საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მთავარ კონსულტანტად მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე დაინიშნა.


ინფორმაციას ამის შესახებ „აიპრესს"  უზენაეს სასამართლოში დაუდასტურეს. შეგახსენებთ, რომ ხათუნა პაიჭაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მედია „პალიტრაში", ტელეკომპანია „იმედში", პროკურატურისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების ხელმძღვანელად.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner